top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას საიდუმლოს ფარდა აეხადა - ცნობილი ხდება 3 820 კვადრატულ მეტრიანი სასახლის მეპატრონე

Sep 21
3 min read

თბილისს ვეღარ გააკვირვებ ფეშენებელური ვილებით, თუმცა ეს მაინც მოახერხა ნათია ჯანაშიამ ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად - მათ საკუთრებაში არსებული მშენებარე სასახლე, რომელიც ლისის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე (ყოფილი ლისის ქუჩა) მულტიმილიონერთა უბანშიაგანთავსებული, იმ არემარეში არსებულ ყველა სხვა მიმდინარე მშენებლობაზე გაცილებით მასშტაბურიდა გრანდიოზულია.


ნათია ჯანაშიას 4 სართულიანი სასახლის ფართობი წარმოუდგენლად დიდია და არც მეტი, არც ნაკლები - 3 820 კვადრატული მეტრს შეადგენს.


ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის სახელები“ ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” არის დაკავშირებული. ისინი “აკადემიის” მინორიტარი აქციონერები (30%) არიან. 2024 წლიდან მოყოლებული მაჟორიტარ აქციონერთან (70%) დავას აწარმოებენ იმ მოტივით, თითქოს 2019 წელს, როცა 70% გაყიდეს და ამაში 29,3 მლნ აშშ დოლარი მიიღეს, ინვესტორმა მათ წილი იაფად გააყიდინა.


აქ საგულისხმო ის არის, რომ ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ ეს დავა მხოლოდ მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მათ მენეჯმენტ კონტრაქტს 5 წლიანი ვადა ამოეწურა და მაჟორიტარმა აქციონერმა მათ აუწყა, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდებოდა და რომ ისინი “აკადემიის” მართვას ჩამოშორდებოდნენ. ბუნებრივია, ამ მოცემულობაში, ისინი წლიურ 1 მილიონ ლარიან ხელფასსაც ემშვიდობებოდნენ.


როგორც ირკვევა, ინვესტორს ეს გადაწყვეტილება “მოწმენდილ ცაზე” არ მიუღია - არსებობდა ეჭვი, რომ ჯანაშია - ცეცხლაძის მენეჯმენტის პირობებში “აკადემიის” ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იფლანგებოდა. შემდგომში, საერთაშორისო აუდიტორული მოკვლევის საფუძველზე, ეს ეჭვი დადასტურებულ ფაქტად იქცა და დადგინდა, რომ ეს მიტაცებული/გაფლანგული თანხების მოცულობა 4 მილიონ აშშ დოლარს სცდებოდა. ამ ფაქტზე საქმეს, სადღეისოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.


მედიაში არაერთხელ გავრცელებული მონაცემებზე დაყრდნობით, ჯამში ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.


რომ დავუბრუნდეთ მულტიმილიონერ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის ლისის სასახლეს - მას მეზობლები ადგილმდებარეობისა და მასშტაბის გამო მაგნოლიას გრანდიოზულ სასახლესაც ეძახიან. მშენებარე სასახლე იმ ეტაპამდე მიყვანასაც კი, რა კონდინციაშიც მოცემულ მომენტშია, მინიმუმ 4 მილიონი დოლარიდასჭირდებოდა. ჯანაშიას სასახლის მშენებლობა დროში ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი კამპუსის მშენებლობას ემთხვევა. კამპუსის მშენებლობაზე ნათია ჯანაშიას ქმარი იყო პასუხისმგებელი. ინვესტორის მიერ ფინანსთა სამინისტროშიც შეტანილი საჩივარიც დიდწილად სწორედ კამპუსის მშენებლობაზე გაფლანგულ და მიტაცებულ სახსრებს ეხება.


მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ არის აშენებული და მთელ ქალაქს ამაღლებული ფერდობიდან გადმოყურებს 3820 კვადრატული მეტრია. ის ლისი ვილების ყველაზე მაღალ წერტილზეა აშენებული და სხვა ვილებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს და 4 სართულიც კი გამოდის, მიწისქვეშა ნაგებობების ჩათვლით

ნაგებობა, პრაქტიკულად უკვე დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები.


სასახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართობი, როგორც ითქვა, დაახლოებით 3 820 კვადრატული მეტრია. სასახლის მიწისქვეშა ნაგებობების სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე 7 მეტრს აღემატება, ხოლო შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15,2 მეტრია.


როგორც ჩანს, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძემინიფეხბურთის თავგადაკლული მოყვარულები არიან. ისინი, ალბათ, მთელ საქართველოში ერთად-ერთი ოჯახია, ვისაც საცხოვრებელ ფართში, მინუს პირველ სართულზე, ფუტსალის სტანდარტული ზომების მოედანი აქვს მოწყობილი.  ამ მოედნის სიგრძე 21 მეტრია და სიგანე 14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.


ჯანაშია-ცეცხლაძეს სასახლის პირველ სართულზეაქვთ ლაუნჯი ბოულინგის დარბაზით, ლაუნჯში განთავსებული სასმელების ბარი, ბილიარდის სივრცე, მოსასვენებელი დივანი და სავარძლები.ბოულინგის დარბაზში 2 ბილიკია.

იქვეა კინოდარბაზი, რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი. სავარჯიშო დარბაზი, ანუ სახლის ფიტნესკლუბი ყველა სახის ტრენაჟორებით.


რა იქნებოდა სასახლე სპა კომპლექსის გარეშე? - რა და არასრულყოფილება. ამიტომაც, სპა სივრცეზეც რუდუნებით აქვთ ნაზრუნი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს.


სპას კომპლექსის ვესტიბული, გასახდელები ტუალეტით, მასაჟის ოთახი, სტილისტის ოთახი - სტილისტისთვის აუცილებელი ყველა მოწყობილობით და სახის გამაჯანსაღებელი პროცედურების აღჭურვილობით, ფინური საუნები და ღია საშხაპე; რელაქსაციის ოთახი - აკუსტიკური (ხმოვანი) პროცედურებით; ჰიდრომასაჟის აუზი და აკვააერობიკის მუსიკალური დარბაზი; ჩაის ლაუნჯი - ეს ყველაფერი სრული კომფორტის ზონაა სასახლის პირველ სართულზე, რომლის ფართობიც 1 117,1კვ.მეტრია.


სასახლის მეორე სართულზე განთავსებულია ჰოლიკიბის უჯრედით და ლიფტით;

მუსიკის დარბაზი - როიალით და აკუსტიკური აპარატურით;

ბავშვთაგასართობი ცენტრი;

ღვინის საცავი;

მზარეულის სამზარეულო და შეფ-მზარეულის სამზარეულო;

ბარი;

200 კვადრატულ მეტრიანი სასადილო ოთახი;

3 სანიტარული კვანძი;

შინაური ცხოველების ოთახი;

სამუშაო ოთახი;

საძინებელი და პერსონალის ოთახი.


ამავე სართულზეა დახურული აუზი - უზარმაზარი ტერასებით და ვერანდით.


მთლიანობაში სასახლის მეორე სართულის საერთო ფართობი შეადგენს 1 378,4 კვ.მეტრს.

რაც შეეხება სასახლის მესამე სართულს, ისძირითადად საძინებლებს და საძინებლებთან დაკავშირებულ საგარდერობოებსა და სააბაზანო ოთახებს ეთმობა.


სართულზე 6 საძინებელია (აქედან 5 თითქმის ტოლი ფართობით - 34,8 კვ.მ, ხოლო ერთი შედარებით დიდი - თითქმის 50 კვ.მეტრიანია). საძინებლებთან ინტეგრირებულია 7  გარდერობი და  სრულადაღჭურვილი 6 სააბაზანო, 1 ტამბური, 1 საკუჭნაო, 1 საერთო ოთახი, 5 აივანი,  ტერასის კიბე და 2 ტერასა - ჯამში 500 კვ.მეტრი ფართობით.

სასახლის მესამე სართულის საერთო ფართობი შეადგენს - 1 037,6 კვ.მ-ს.


ჯამში, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მაგნოლიას გრანდიოზული სასახლის ყველა სართულის საერთო ფართობი შეადგენს: 3 820 კვ.მ-ს, რაც თეთრი სახლის ფართობის ტოლია, თუკი თეთრი სახლის სარდაფებისა და მიშენებების ფართს არ მივიღებთ მხედველობაში.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page