top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

როგორ გამდიდრდა ნათია ჯანაშია და როგორ იშოვა 80 მილიონი ლარი

Oct 1
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორი და მინორიტარი აქციონერი, ნათია ჯანაშია, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. მისი აქტივების ღირებულებაც უკვე 80 მილიონ ლარს აღემატება.


ნათია ჯანაშიას კეთილდღეობის მთავარი წყარო „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ მსხვილი ინვესტორის შესვლაა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული გროვდება მისი სიმდიდრე.

დავიწყოთ იმით, რომ 2019 წელს ნათია ჯანაშიამ აკადემიის 70%-იანი წილი 29 მილიონ 300 000 ათას ლარად გაყიდა.


ამის შემდგომ პერიოდში, განუხრელად, აკადემიის შემოსავლები და მოგება სტაბილურად მზარდია. აკადემიის საბაზრო ღირებულებაც, ცხადია, მზარდი ტრენდით ხასიათდება. შესაბამისად, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ნათია ჯანაშიას მფლობელობაში არსებულ 30%-იან წილზეც.


2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას საპასუხოდ, უკუშეთავაზებით, მის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის გამოსყიდვაზე გაუგზავნა ოფერი. ინვესტორის მიერ შეთავაზებული თანხა თავად ჯანაშიას მიერ დასახელებულ ფასზე, ერთეულთან მიმართებით, 33%-ით მეტი იყო.


მხოლოდ ხელფასისი სახით, იმ 5 წლიან პერიოდში, როცა ნათია ჯანაშია „აკადემიის“ მენეჯმენტს განაგებდა, ქმართან ერთად მან  ჯამში, 5 მილიონი ლარი მიიღო. - წლიურად 1 000 000 ლარი.

ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის საკუთრებაშია მთელი რიგი ელიტარული უძრავი ქონება; ლუქს-კლასის ავტომობილები; ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული იახტა/კატარღები და საბრძოლო და სანადირო იარაღები.


უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ ისინი ფლობენ ისეთ ძვირადღირებულ ფუფუნების საგნებს, როგორიცაა ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, აქსესუარები, საათები და დიზაინერული სამოსი, ხელოვნების ნიმუშები, რაც ღია წყაროებში დეკლარირებული არ არის.


და ბოლოს - სულ ახლახანს აღმოჩენილი - დავით ცეცხლაძის სახელზე გაფორმებული, ნათია ჯანაშიას კიდევ ერთი და მთავარი უძრავი ქონება - „მაგნოლიას“ გრანდიოზული სასახლე - 3 820 კვადრატულ მეტრზე განფენილი საცხოვრებელი სივრცე. ლისის ტბის მიმდებარედ, ლისი ვილების კომპლექსში მდებარე ყველაზე დიდი სასახლე, სადაც შენობის შიგნით აქვს ბოულინგის დარბაზი, მინი ფეხბურთის დახურული მოედანი, შიდა საცურაო აუზი. გარე აუზი ვერანდებითურთ. სპა და საუნები, ფიტნეს ცენტრი, აკვადისკოთეკა, კინოთეატრიც  - 16 პერსონაზე,  სტილისტის სივრცე, 7 საძინებელი, უზარმაზარი კვების ბლოკი და სამზარეულო, ჩაის სახლიც კი, - ღვინის პალატა, ბარები და  მუსიკალური ოთახი - როიალითურთ.


რეალტორების ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, „მაგნოლიას“ სასახლის საბაზრო ფასი 20 მილიონ ლარს აღემატება. მისი სადღეისო კონდიციამდე მიყვანა კი, როცა მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, მინიმუმ 4 მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა

 

უკვე ორი წელია, ნათია ჯანაშიასა და „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რომელიც ჯანაშიამ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ წამოიწყო. ჯანაშიას მხრიდან არაპროვოცირებული დავისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემის მცდელობის მიუხედავად, ფაქტები მოწმობს, რომ სწორედ ინვესტორთან პარტნიორობამ აქცია იგი ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად, რომელიც მინიმუმ 80 მილიონი ლარის აქტივს აკონტროლებს. 


ცნობისათვის: საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში დავის განხილვის გარდა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში - 2019-2024 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს "ბრიტანულ ქართულ აკადემიის" კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.

 
 

ახალი ამბები

bottom of page