top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ვრცელდება ნათია ჯანაშიას 20-მილიონიანი გრანდიოზული სასახლის ექსკლუზიური კადრები

32 minutes ago
2 min read

ნათია ჯანაშიას კუთვნილი მაგნოლიას დიდი სასახლის საბაზრო ფასი, თბილისის სტაჟიანი და გამოცდილი რეალტორების შეფასებით, სრულად მოწყობისა და აღჭურვის შემდეგ, მინიმუმ 20 მილიონი ლარი მაინც იქნება.


ამ წუთამდე გაწეული სამუშაოების ღირებულებას რეალტორები საშუალოდ 4 მლნ აშშ დოლარად აფასებენ.


სასახლე, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუცაზე მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რაც კი ამ ეტაპზე, პრემიუმ სეგმენტში, უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს.


მისი ადგილმდებარეობა, განაშენიანების ინტენსივობა, რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნება და მასშტაბურობა, მას ბაზარზე უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს.


სასახლეში, საკუთრივ შენობაში, მინი-ფეხბურთის სტანდარტული ზომების მოედანი, ბოულინგის დარბაზი და 16 ადამიანზე გათვლილი კინოთეატრია. ასევე, გონივრულად არის დაპროექტებული შიდა და გარე აუზები, დამატებითი სარეკრეაციო სივრცეები, ბოულინგის დარბაზი, საუნები, აკვადისკოთეკა, ჩაისა და ღვინის ლაუნჯები, ფიტნესისა და საბავშვო ცენტრები, 7 საძინებელი - თითოეული საკუთარი საგარდერობოთი, სველი წერტილითა და ღი ვერანდაზე დამოუკიდებელი გასასვლელით, 3 აფტოფარეხი, 2 სამზარეულო და რამდენი სასადილო ოთახი, ლამის ვერტოდრომის დასაჯდომად საკამრისი ფართის ტერასები.


ნათია ჯანაშიას „მაგნოლიას“ გრანდიოზული სასახლე ფოტოებზე ასე გამოიყურება:



შეგახსენებთ, ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერია და წილის 30%-ს ფლობს. მან 2019 წელს „აკადემიის“ 70% გაყიდა „საქართველოს განათლების ჯგუფზე“ და გაყიდული წილის საფასურად 29,3 მილიონი ლარი მიიღო. ასევე, შეთანხმების თანახმად, მომდევნო 5 წელი, ნათია ჯანაშია, ქმართან ერთად, კვლავ თავად უძღვებოდა „აკადემიის“ მენეჯმენტს. ამაში, ისინი ჯამურად, წლიურად, 1 მილიონ ლარს იღებდნენ ხელფასად. ჯამში, ცოლ-ქმარმა 5 წელიწადში 5 მილიონი ლარი მიიღო ჯამაგირად.


მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორმა აღარ გაუგრძელა მენეჯმენტ-კონტრატი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს, რის ფონზეც მათ დავა წამოიწყეს ინვესტორის წინააღმდეგ და მას ბრალი დასდეს 2019 წელს წილის იაფად გასხვისების იძულებაში.


ამავე პერიოდში, „აკადემიაში“ ჩატარებული საერთაშორისო აუდიტის თანახმად, გამოირკვა, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პერიოდში დაფიქსირებულია „აკადემიის“ კუთვნილი განსაკუტრებით დიდი ოდენობის სახსრების გაფლანგვის შესაძლო ფაქტი. მიტაცების მოცულობა 4 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.






შენიშვნა: ზოგიერთი კადრი წარმოადგენს რენდერებს და დაფუძნებულია არქიტექტურული კომპანიის კონსტრუქციული პროექტის მასალებზე.


 
 

ახალი ამბები

bottom of page