top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას სანაცნობომ გასაიდუმლოებული 20-მილიონიანი სასახლის შესახებ არ იცოდა

4 days ago
2 min read

საზოგადოებამ სულ ახლახანს შეიტყო, რომ  ნათია ჯანაშია (“ბრიტანულ-ქართული აკადემიის მინორიტარი აქციონერი და ყოფილი დირექტორი) თბილისის ვილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მდიდრული ვილის - მაგნოლიას გრანდიოზული სასახლის მფლობელია.


“სიმართლეას” ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, ამფაქტის შესახებ არც თავად ნათია ჯანაშიას სანაცნობომ იცოდა რამე. რთული ასახსნელი, რატომ, მაგრამ ფაქტია, - 20-მილიონიანი სასახლის არსებობა ნათია


ჯანაშიას გასაიდუმლოებული ჰქონდა.

სასახლე კი, სიდიდით, გრანდიოზულობით და მასშტაბურობით, ისეთ ისტორიულ სასახლეებსაც აღემატება, როგორებიცაა, ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, გეგუთის ციხე-სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და თვით დადიანების საყოველთაოდ ცნობილი ზუგდიდს სასახლეც კი.


უფორ ზუსტად, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას 3 820 კვადრატულიანი სასახლე დადიანების სასახლეზე 145 კვადრატული მეტრით დიდია. დადიანების სასახლის ფართი 3 675 კვადრატული მეტრია.


მაგნოლიას სასახლე, თავისი ფართით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესაც, ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის, მთავარ შენობასაც აჭარბებს, ავლაბარში - ის მხოლოდ 3000 კვ მეტრის მოცულობისაა.


ასე რომ, ნათია ჯანაშია, თავისი მაგნოლიას დიდი სასახლის მოცულობით საქართველოს ისტორიაში შევიდა და ამაყად დადგა ქართველი მონარქების, მთავრების, თავადების და ერთ-ერთი პრეზიდენტის გვერდითაც კი. ეს ფაქტი კი, როგორც აღინიშნა, მისმა სანაცნობომაც არ იცოდა...


საკუთრივ სასახლეში, ნათია ჯანაშიას აქვს  ბოულინგის შიდა დარბაზი, მინი ფეხბურთის სტანდარტული ზომის დახურული მოედანი, 16 კაცზე გათვლილი “კავეას” კონცეფციის კინოთეატრი, ღია და დახურული აუზები, აკვადისკოთეკა, გაშლილი ვერანდები, სპა-ცენტრი სამასაჟე სივრცითურთ, ბარი, ღვინის პალატა, ჩაისსახლი, შინაური ცხოველის ოთახი, კვების ბლოკი სასადილო სივრცით და 2 სამზარეულოთი, სტილისტის სივრცე, საკუთარი საგარდერობოთი და სველი წერტილით აღჭურვილი 7 საძინებელი და სხვა…


ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% წილი 2019 წელს გაასხვისა „საქართველოს განათლების ჯგუფზე“ და ამაში, ქმართან ერთად, 29,3 მლნ ლარი მიიღო.


ასევე, შეთანხმების თანახმად, მომდევნო 5 წელი, ნათია ჯანაშია, ქმართან ერთად, კვლავ თავად უძღვებოდა „აკადემიის“ მენეჯმენტს. ამაში, ისინი ჯამურად, წლიურად, 1 მილიონ ლარს იღებდნენხელფასად.


მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორმა აღარ გაუგრძელა იგი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს, რის ფონზეც მათ დავა წამოიწყეს ინვესტორის წინააღმდეგ და მას ბრალი დასდეს 2019 წელს დადებული გარიგებისას წილის იაფად გასხვისების იძულებაში. ასევე, თითქოსდა შეთანხმებული ინვესტიციების არ განხორციელებაში.


ამავე პერიოდში, „აკადემიაში“ ჩატარებული აუდიტის თანახმად, გამოირკვა, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პერიოდში დაფიქსირებულია „აკადემიის“ კუთვნილი  მიტაცება/გაფლანგვის შესაძლო ფაქტი. მისი მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრულიდა გამოძიება მიმდინარეობს.


 
 

ახალი ამბები

bottom of page