top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ვინ არის ერთადერთი მილიონერი ქალი საქართველოში, რომელსაც ბოულინგის დარბაზი გრანდიოზულ სასახლეში აქვს

Sep 30
1 min read

საქართველოში ბინებში, ე.წ. კერძო სახლებში, ვილებში და სასახლეებშიც კი, ვერსად ნახავთ შენობაში მოწყობილ ბოულინგის დარბაზს.


ერთადერთი ადამიანი ვინც ასეთი რამ მოიფიქრა დასისრულეში მოიყვანა, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერი (30%), ნათია ჯანაშიაა. ის ერთადერთია ქართველ მილიონერ ქალთა შორის, ვისაც სახლში, რომელიც რეალურად, სასახლეა, ბოულინგის დარბაზი აქვს.

მისი სასახლე, ლისის ტბის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე, 3 820 კვადრატულ მეტრს მოიცავს.


ბოულინგის შიდა დარბაზი ნათია ჯანაშიას სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. გარდა ბოულინგის დარბაზისა, მაგნოლიას გრანდიოზულ სასახლეში ნახავთ სტანდარტული ზომის მინი ფეხბურთის  დახურული მოედანს და 16 კაცზე გათვლილ, თანამედროვედ მოწყობილ კინოთეატრსაც.


ამ ფონზე, რაღა მოსატანია, რომ სასახლეში არის ღია დადახურული აუზები, სპა-ცენტრი სამასაჟე სივრცითურთ, ბარი, სტილისტის სივრცე და სხვა…თუმცა, სასახლეში განთავსებული ცხოველების ოთახი, ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა ასევე ის “დეტალებია”, რაც ნათია ჯანაშიას სასახლეს ტიპური ნუვორიშული ინტერიერისგან განსხვავებულ რამდენიმე “შტრიხს” დამატებით სძენს.


სასახლის ყველაზე გამორჩეულ სივრცეს - ბოულინგის დარბაზს რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ რომ ლაუნჯი ბოულინგის დარბაზით 147,3 კვ.მეტრზეა განთავსებული. ლაუნჯში მოაზრებულია სასმელების ბარი, ბილიარდის მაგიდა, მოსასვენებელი დივანი და სავარძლები 7-8 პერსონაზე.


საკუთრივ ბოულინგის დარბაზში 2 ბილიკი (ლეინი) და 4 ღარია.


ბილიკი დაფარული იქნება ნეკერჩხლის სპეციალურიჯიშის ხის მასალით. ასევე იქნება საჭირო სპეციალურიმექანიზმები, რომელიც კეგლებს ავტომატური რეჟიმშიაბრუნებს ადგილებზე - ე.წ.„პინსეტერი“.


უკვე ნახსენები, 16 ადამიანზე  გათვლილი, თანამედროვე აუდიო და ვიზულაური ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრიც იქვე, ბოულინგის დარბაზის სიახლოვესაა განთავსებული და-55,8 კვ.მეტრ ფართსიკავებს.


 
 

ახალი ამბები

bottom of page