top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას გრანდიოზულმა სასახლემ ქართული ინტერნეტი ააფეთქა

Sep 23
2 min read

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაგნოლიას ქუჩაზე აშენებული გრანდიოზული სასახლე ნათია ჯანაშიას და მის ქმარს ეკუთვნოდა, ფბ მომხმარებლები გააქტიურდნენ.


ვხვდებით სხვადასხვა შინაარსის კომენტარებს. მათი ნაწილი სასახლის პატრონებს ფანტაზიას უქებს, ნაწილი გაკვირვებას ვერ მალავს, თუ რა აუცილებლობაა ოჯახი ცხოვრებდეს უზარმაზარ სასახლეში, თუნდაც მულტიმილიონერ ოჯახად ითვლებოდეს და 75 მილიონის აქტივებს აკონტროლებდეს.


ბოულინგის შიდა დარბაზი, სტანდარტული ზომის მინიფეხბურთის  დახურული მოედანი, 20 კაცზე გათვლილი შიდა კინოთეატრი - ეს ის სიახლეებია, რითაც აშკარად გამოირჩევა ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე.


როგორც რეალტორები ამბობენ, მსგავსი რამ - რომ საქართველოში სახლში ერთდროულად იყოს მინიფეხბურთის დახურული მოედანი, კინოთეატრი და ბოულინგის დარბაზი, უბრალოდ არ ახსენდებათ.


სხვაც გამოარჩევს ჯანაშიას სასახლეს - ღია და დახურული აუზები, სპა-ცენტრი სამასაჟე სივრცითურთ, რელაქსაციის ოთახები, საბავშვო და ფიტნეს ცენტრები, ბარი, სტილისტის სივრცე, ღვინის ლაუნჯი, მოახლეების საცხოვრისი და სხვა…


არის კიდევ, ტიპური ნუვორიშული ინტერიერისგან განსხვავებული რამდენიმე მომენტიც - ესაა  ცხოველების ოთახი, ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.


განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფბ მომხმარებლებისთვის ნათია ჯანაშიას სახლში განთავსებული ბოულინგის სივრცის გარშემო მსჯელობა.ბოულინგის დარბაზის ლაუნჯი მოიცავს სასმელების ბარს, საბილიარდოს, მოსასვენებელ სივრცეს დივანითადა სავარძლებით, ბანქოს სათამაშო მაგიდით. საკუთრივ ბოულინგის დარბაზში 2 ბილიკი (ლეინი) და 4 ღარია. ბილიკი დაფარული იქნება ნეკერჩხლის სპეციალური ჯიშის ხის მასალით. ასევე იქნება საჭირო სპეციალური მექანიზმები, რომელიც კეგლებს ავტომატური რეჟიმში აბრუნებს ადგილებზე - ე.წ. „პინსეტერი“.


ფბ მომხმარებლები უყურადღებოდ არ ტოვებენ ბოულინგის დარბაზის სიახლოვეს განთავსებული, 20 ადამიანზე  გათვლილი, თანამედროვე აუდიო და ვიზულაური ტექნიკით აღჭურვილი, კინოთეატრის ამბავსაც. - 55,8 კვ.მეტრი - ამ ფართს დაიკავებს კინოთეატრი.


ფბ მომხმარებლები იმაზეც მსჯელობენ, თუ რა ფილმის პრემიერით გახსნიან ნათია ჯანაშია და მისი სტუმრები კინოთეატრს. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იქნება ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის პროდიუსერობით, რეჟისორობითა და მამაკაცის როლის შესრულებითაც კი, გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელით - “როგორ მოვიპაროთ 4 მილიონი”.


როგორც ჩანს, ამ მოსაზრების ინსპირაცია, ფბ მომხმარებელს, იმ ფაქტმა მისცა, რომ ზუსტად ამ მოცულობის თანხის მიტაცება/გაფლანგვას ედავება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მაჟორიტარი პარტნიორი ნათია ჯანაშიას და მის ქმარს.


არსებული ინფორმაციით, მიტაცება/გაფლანგვის შესაძლო ფაქტის გამო საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურშია აღძრული და გამოძიებაც დაწყებულია. საგამოძიებო სამსახურში საჩივარი შესულია საერთაშორისო აუდიტის მოკვლევის საფუძველზე.


შეხსენებისთვის, ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერია (30%). მან 2019 წელს „აკადემიის“ 70% გაყიდა „საქართველოს განათლების ჯგუფზე“ და ამაში, ქმართან ერთად, 29,3 მლნ ლარი მიიღო. ასევე, შეთანხმების თანახმად, მომდევნო 5 წელი, ნათია ჯანაშია, ქმართან ერთად, კვლავ თავად უძღვებოდა „აკადემიის“ მენეჯმენტს. ისინი  


ჯამურად, წლიურად, 1 მილიონ ლარს იღებდნენ ხელფასად. მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორმა აღარ გაუგრძელა იგი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს, რის ფონზეც მათ დავა წამოიწყეს ინვესტორის წინააღმდეგ.


დღეს ნათია ჯანაშიას ქონება 75 მილიონ ლარს აჭარბებს და ამ მაჩვენებლებით ის საქართველოს უმდიდრესი ქალების ათეულში შედის.


 
 

ახალი ამბები

bottom of page