top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ცნობილი ხდება ნათია ჯანაშიას სასტიკი მარცხის მიზეზები

Sep 16
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავაში მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მარცხი სულ უფრო აშკარა ხდება.


პროცესებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მხარე ნანობს კიდეც ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. თუმცა შექმნილი, მისთვის უკვე ერთობ არასახარბიელო, ვითარებიდან გამოსავალს ვერ ხედავს.


ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის სტრატეგიული მარცხის მიზეზები რამდენიმე საკვანძო ფაქტორს უკავშირდება:


მას შემდეგ, რაც 70%-იანმა წილის მფლობელმა ინვესტორმა, წყვილი, სავარაუდო მასშტაბური ფინანსური დანაშაულებებისა და მართვის პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, “აკადემიის” ხელმძღვანელობას ჩამოაშორა, რასაც მათთვის წლიურდ ერთმილიონიანი ანაზღაურების შეწყვეტაც მოჰყვა - მათ დაკარგული პოზიციების დაბრუნების რეიდერული გეგმა შეიმუშავეს და მის განხორციელებას ცდილობენ.


ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებული შავი პიარკამპანია, რომელიც ინვესტორის რეპუტაციის შელახვასა და საკუთარ თავზე კი მსხვერპლის იმიჯის მორგებას ეფუძნებოდა, სამართლებრივად უსაფუძვლო აღმოჩნდა.


მათ ვერ დაადასტურეს ვერც ერთი ბრალდება, - თითქოს წილი იაფად დაათმობინეს, თითქოს თანხაც, - 29,3 მილიონი ლარი, სრულად ვერ მიიღეს, თითქოს ინვესტორმა არ შეუსრულა დაპირება, რომ “აკადემიის” კაპიტალში ოქროყანის მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ ასახავდა და ა.შ…


ერთი სიტყვით, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის სტრატეგია ეყრდნობოდა იმ გათვლას, რომ ინვესტორი იმდენად გაუფრთხილდებოდა საერთაშორისო რეპუტაციული რისკების დაშვებას, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის შანტაჟს დაჰყვებოდა, პროცესების გაღრმავებას მოერიდებოდა და წილს ხელსაყრელი პირობებით დაუთმობდა.


მათდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - ინვესტორის სამართლებრივი პასუხი მათი რეიდერული ტაქტიკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ინვესტორმაკარგა ხნის დუმილის შემდეგ პროცესი მხოლოდ ფაქტებისა და რიცხვების სივრცეში გადაიყვანა, სადაც ნათია ჯანაშიას, არგუმენტები, უბრალოდ არ აქვს.


ინვესტორი კი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში თანმიმდევრულად მიჰყვება დავას და უკან დახევას არ აპირებს.


საბოლოო ჯამში, წარმოებული შავი პიარის დაღმავალი ტრენდი, სასამართლო განხილვებზე გამოკვეთილი სუსტი პოზიციები და ის ფაქტი, რომ ლამის სამი წლის განმავლობაში ნათია ჯანაშიას მხარეს საზოგადოებისთვის მისი ნარატივის დამამტკიცებელი ერთი ოფიციალური საბუთიც კი არ წარუდგენია, არის კიდეც ნათია ჯანაშიას სასტიკი მარცხის განმაპირობებელი მიზეზები. ამ მარცხის იურიდიულად გაფორმება კი მხოლოდ დროის საკითხია.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page