top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

რას და როგორ იტყუება ნათია ჯანაშია - სახელმწიფო უწყებების შანტაჟი, და გამოგონილი გამოძიებები

  • 2 days ago
  • 1 min read

კორპორაციული დავის დროს, როდესაც ფაქტები, ფინანსური დოკუმენტები და აუდიტის დასკვნები შენს წინააღმდეგ მეტყველებს, ერთადერთ გამოსავლად სახელმწიფო ინსტიტუტები სდადანაშაულება და მათზე შანტაჟი რჩება. ნათია ჯანაშია საზოგადოებას არწმუნებს, რომ აუდიტორული კომპანიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, კაფეტერიის სქემები თუ მილიონიანი გადახარჯვები „გამოგონილი ნარატივია“ და სკოლის ფინანსები ყოველთვის იდეალურ წესრიგში იყო.


თუმცა, სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ და საერთაშორისო აუდიტის დასკვნამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ყოფილი მენეჯმენტის პერიოდში ადგილი ჰქონდა არამხოლოდ არაკომპეტენტურობას, არამედ მიზანმიმართულ ფინანსურ მავნებლობას. როდესაც ლისის კამპუსის ბიუჯეტიდან 4 მილიონი აშშ დოლარი ქრება, ხოლო სკოლის კვების ბიუჯეტი ძვირდება მხოლოდ იმიტომ, რომ მომწოდებელი დირექტორის მეგობარია, ამას „იდეალური წესრიგი“ კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული ჰქვია.


ჯანაშია აქტიურად ავრცელებდა ჭორს, თითქოს ინვესტორის წინააღმდეგ, მათი მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებში გამოძიება მიმდინარეობდა. თუმცა,  საგამოძიებო უწყებებსა და პროკურატურაში გადამოწმებულმა დოკუმენტებმ ადაადასტურა, რომ არანაირი გამოძიება  ინვესტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს.


სანამ ჯანაშია სხვებს ადანაშაულებს კორუფციაში, ფინანსურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის წინააღმდეგ, რომელიც მათი მენეჯმენტის პერიოდში აკადემიის 4 მილიონი დოლარის გაფლანგვას ეხება.


 
 

ახალი ამბები

bottom of page