top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

რამდენი ხანი დასჭირდება ნათია ჯანაშიას გარიცხვას

Aug 25
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე კორპორაციულ დავაში პროცესების სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება და კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მას შემდეგ, რაც მინორიტარი პარტნიორის, ნათია ჯანაშიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მართვის სისტემატურ ბლოკირებასა და დესტრუქციულ ქმედებებს, ის უფრო შორს წავიდა და სასაამრთლოს წინაშე პარტნიორობიდან მაჟორიტარი აქციონერის გარიცხვის საკითხი დააყენა. ბუნებრივია, მის ამ უსაფუძვლო და თავხედურ ნაბიჯს, მაჟორიტარი აქციონერის მხრიდან, შესაგებელი სარჩელით, სარკისებური მოთხოვნის დასმა მოჰყვა და დღეს „აკადემიის“ აქციონერთა შორის დავის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კომპანიიდან ერთმანეთის გარიცხვის მოთხოვნაა. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ამ დავაში მათი წარმატების შანსი ისეთივეა, როგორი წილობრივი მონაცემებიც კომპანიაში აქვთ, ანუ 70/30-ზე. ესეც ლამაზი ჟღერადობის გამო, თორემ რეალურად, ნათია ჯანაშიას მიერ დაყენებული ამ მოთხოვნის წარმატებით დასრულების შანსი, მორალური, ეთიკური, პარტნიორული და რაც მთავარია, სამართლებრივი მდგენელებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, 0-ის ტოლია.


სამართლებრივი ექსპერტების შეფასებით, გარიცხვის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობითა და კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ პროცედურულ ეტაპებზე.


კორპორაციული სამართლის მიხედვით, პარტნიორის გარიცხვა არ ხდება ერთპიროვნულად და მოითხოვს მკაცრად გაწერილ იურიდიულ პროცესს.


პროცესი იწყება პარტნიორის მიერ პარტნიორთა საერთო კრების მოწვევით, სადაც წესდების ან კანონმდებლობის უხეში დარღვევის, საბოტაჟისა და კომპანიისთვის ზიანის მიყენების საფუძვლით, კრებაიღებს გადაწყვეტილებას პარტნიორის გარიცხვის პროცესის დაწყების შესახებ.


საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, პარტნიორის გარიცხვა ხდება სასამართლო წესით, თუ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი (მაგალითად, კომპანიის ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენება).


რაც შეეხება ვადებს, თავად სარჩელის მომზადებასა და პირველად განხილვას რამდენიმე კვირა სჭირდება. თუმცა, საქმის მასშტაბურობიდან და მოპასუხე მხარის მოსალოდნელი პროცესუალური გაჭიანურების მცდელობებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე თვიდან 1 წლამდე.


თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშ, სახეზეა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის ნათია ჯანაშიას მიერ კომპანიის ფუნქციობის საბოტაჟირების ფაქტებს. ეს კი სასამართლოს უადვილებს მისი გარიცხვის გადაწყვეტილების დროში დაჩქარებას.


ეს ფაქტები კონკრეტულად ასახავს ნათია ჯანაშიას მიერ კომპანიისათვის მიყენებულ ფინანსურ დარეპუტაციულ ზიანს. ასევე, ფაქტია ისიც, რომ მაჟორიტარ პარტნიორის მხრიდან გაცხადებულია მზადყოფნა, გარიცხვის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, კანონით დადგენილი წესით,აუნაზღაუროს მინორიტარს კუთვნილი წილისრეალური საბაზრო ღირებულება.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერაციული დამართვითი კუთხით, მაჟორიტარ პარტნიორს გააჩნიაყველა სამართლებრივი და ფინანსური ბერკეტი, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულად უზრუნველყოს „აკადემიის“ უწყვეტი და სტაბილური ფუნქციობა. შესაბამისად, სამართლებრივი ვერდიქტის დადგომა და ნათია ჯანაშიას გარიცხვა პარტნიორობიდან, გარდაუვალია, რამდენადაც სამეწარმეო კანონმდებლობის თანახმად, კომპანიის ინტერესების დაზიანება და პარტნიორული მოვალეობების დარღვევა, კანონით ისჯება.

 
 

ახალი ამბები

bottom of page