top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ქმრის პანიკის დაუფარავი დემონსტრაცია

Aug 27
1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ახალ, განსაკუთრებით მწვავე და ემოციურ ფაზაში შედის. მას შემდეგ, რაც ფინანსურ პოლიციაში ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში ფინანსური დარღვევების შესახებ გამოძიება გააქტიურდა, ხოლო სასამართლოში მინორიტარი პარტნიორის გარიცხვის საკითხი ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა, ნათია ჯანაშიას ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვაში პანიკური განწყობები დაუფარავი გახდა.


განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნათია ჯანაშიას ქმრის ქმედებები, რომლის საჯარო  რეაქციები უკვე პირდაპირ მიუთითებს სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობის შიშზე.


ნაცვლად იმისა, რომ მხარეს არგუმენტირებული სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაციით ეპასუხა აუდიტორული დასკვნებისთვის, ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან ამოქმედდა აგრესიული პიარ-ტაქტიკა. მის მიერ საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ისტერიული განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოებრივი ყურადღების გადატანას რეალური, მშრალი ფაქტებიდან.


ნათია ჯანაშიას ქმარი, რომელიც აშკარად პანიკურ მდგომარეობაშია, ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს როგორც სასამართლოს, ისე საგამოძიებო უწყებებისა და საჯარო რეესტრის ობიექტურობა, რაც კლასიკური თავდაცვითი რეფლექსია იურიდიული არგუმენტების არ არსებობისას.


გამოძიების სიღრმეში შესვლასთან ერთად, იზრდება იმის ალბათობა, რომ პასუხისმგებლობა გავრცელდეს არა მხოლოდ უშუალოდ ყოფილ დირექტორზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებიც რიგ ფინანსურ თუ ოპერაციულ გადაწყვეტილებებს უკანონოდ აკონტროლებდნენ. საქმე ეხება არა უბრალოდ კორპორაციულ დავას, არამედ კონკრეტულ საბანკო ტრანზაქციებს, საიდანაც იკვეთება „აკადემიიდან“ თანხების სავარაუდო გადინება.


დაუფარავი პანიკა და აგრესია ყოველთვის იმ მხარის თანმდევია, რომელსაც სამართლებრივად დამორალურად პოზიციები ჩამოეშალა.


თუმცა, ნათია ჯანაშიას ქმრის ისტერიული გამოვლინებები ვერ შეცვლის აუდიტორულ დასკვნებში ასახულ რეალობას და კანონის მოთხოვნებს. პროცესები შეუქცევადია და საბოლოო წერტილს ამ მრავალწლიან დავაში არაემოციური საჯარო გამოსვლები, არამედ სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებების ოფიციალური გადაწყვეტილებები დასვამს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page