top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია „ბრიტანულ ქართულ აკადემიას“ მიზანმიმართულად აზიანებდა

Sep 1
2 min read

„ბრიტანულ - ქართული აკადემიის“ გარშემი მიმდინარე დავა იმითაც არის საინტერესო, რომ დავის წამომწყები, კომპანიის მინორიტარი (30%) აქციონერი, ნათია ჯანაშია, საკუთარი კომერციული მიზნების მიღწევის გზაზე დაუნდობლად და მიზანმიმართულად აზიანებდა „აკადემიის“ ინტერესებს.


საამისო ფაქტები მრავლადაა.


მას შემდეგ, რაც მისთვის ნათელი გახდა, რომ ინვესტორმა, მენეჯმენტ - კონტრაქტის 5 წლიანი ვადის გასვლის კვალდაკვალ „აკადემიის“ მართვას ჩამოაშორა და ამით მან და მისმა ქმარმა წლიური 1 მილიონი ლარის მოცულობის ხელფასი დაკარგეს, მან ინვესტორს ღია ომი გამოუცხადა და ეს ომი თავისივე აკადემიის დაზიანებით დაიწყო.


როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა და დიდი ოთხეულის წევრი საერთაშორისო აუდიტორული კომპოანიის დასკვნამ დაადასტურა, ნათია ჯანაშიას 5 წლიანი მენეჯმენტის გამოუსწორებელი დამაზიანებელი ეფექტი იყო 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა-მიტაცების ფაქტი, რაზეც გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.


„აკადემიის“ ინტერესების უკიდურესად დამაზიანებელი ფაქტი ისიც, რომ ნათია ჯანაშიამ, ქმართან ერთად, აკადემიის პირდაპირი საბოტაჟი დაიწყო, როცა პარტნიორებისგან მალულად დაიწყო სრულიად ახალი, პარალელური სკოლის შექმნა. ამ ნაბიჯის მიზანი მარტივი იყო: „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეთა და პედაგოგთა ბაზა, რაზეც ნათია ჯანაშიას ხელი მიუწვდებოდა, ასევე აკადემიის რეპუტაცია და რესურსები უნდა გამოეყენებინა ახალი ბიზნესისთვის, ხოლო პარტნიორი და ინვესტორი უბრალოდ უნდა „გადაეგდო“. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ახალ სკოლაში მალულად გადაყვანის ეს გეგმა პირდაპირ მიმართული იყო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ.


„აკადემიის“ ინტერესების დამაზიანებე გზაზე ჯანაშია და ცეცხლაძის წყვილი არც გადაბრალების პოლიტიკას მორიდებია - მათ, ერთი მხრივ ინვესტორს დასდეს ბრალი, რომ მან ლისის მიმდებარე მიწები არასწორად მართა და „აკადემიის“ განვითარებას შეუშალა ხელი, რეალურად კი სწორედ თავად ეცადნენ სკოლის მომიჯნავე სტრატეგიული მიწები მალულად, პირადი ინტერესებისთვის გამოესყიდათ.


მათ სურდათ ეს ტერიტორიები „აკადემიის“ გვერდის ავლით, პირადად, საკუთარ სახელზე შეეძინათ. რათა შემდეგ ინვესტორი და თავად „აკადემია“ მძევლის მდგომარეობაში ჰყოლოდათ.


ასე გამოიყურება ნათია ჯანაშიას მიერ “აკადემიის” მიზანმიმართულად დამაზიანებელ ქმედებათა რეალური სურათი.


მოყვანილი ფაქტები ნათლად მოწმობს, რომ მან პირადი გამორჩენისა და ინვესტორთან ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლის გზაზე ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა და საკუთარივე დაარსებული “აკადემიის” ინტერესებს დაუნდოებელ დამზარალებლად მოევლინა.



 
 

ახალი ამბები

bottom of page