top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ლიკვიდაცია არ გამოუვიდა

Aug 12
2 min read

„ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებულმა მრავალწლიანმა დავამ, რომელიც 30%-იანი წილის მფლობელ ნათია ჯანაშიას, მის ქმარს, დავით ცეცხლაძესა და 70%-იანი წილის მფლობელ ინვესტორს შორის მიმდინარეობს, საზოგადოების ყურადღება იმითაც მიიპყრო, რომ სახეზეა, ფაქტობრივად, უპრეცენდენტო ფაქტი, როცა კომპანიის აქციონერი თავად ცდილობს კომპანიის ლიკვიდაციას და ამ გზაზე არაფრად დაგიდევს არც კორპორაციულ და არც ადამიანურ ინტერესებს - საქმე საგანმანათლებლო ინსტიტუტს, ანუ ბავშვების, მოზარდების, სკოლის მოწაფეების ინტერესებს ეხება.


საქმე ის არის, რომ არსებული მასალებისა და ოფიციალური დოკუმენტების ანალიზი თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყოფილი მენეჯმენტი, კერძოდ კი ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ დაეზიანებინათ, ხელოვნურ კრიზისში შეეყვანათ და ფაქტობრივად, ლიკვიდაციისა და რეპუტაციული განადგურების პირას მიეყვანათ „აკადემია“.


საბედნიეროდ, მათი ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა.

ინვესტორისადმი მუქარა და დავა, მათი მხრიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს გაფორმებული 5-წლიანი მენეჯმენტ-ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.


ამ პერიოდში ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ, როგორც მმართველებმა, ვერ უზრუნველყვეს სკოლის გაფართოების პროექტების დროულად განხორციელება (დაიხარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა 5 წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვაც კი ვერ მოიპოვეს), ხოლო ლისის კამპუსის მშენებლობაზე დაფიქსირდა 4 მილიონ დოლარამდე მეტის გაფლანგვა.

როდესაც ინვესტორმა მათ აცნობა, რომ მენეჯმენტ-კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდა ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა, შანტაჟისა და მუქარის გზა აირჩიეს. მათ მოსთხოვეს ინვესტორს 70%-იანი წილის დათმობა. უარის შემდეგ კი სკოლისა და ინვესტორის მიმართ უწყვეტი რეპუტაციული ზიანის მიყენება დაიწყეს. 


ნათია ჯანაშიამ სკოლის ფუნქციონირებისთვის საფუძვლის გამოთხრა და მისი პრაქტიკული პარალიზება რამდენიმე მიმართულებით სცადა.


თავად მიმართა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ცრუ ინფორმაციით, რათა აკადემიისთვის ჩამოერთვათ საერთაშორისო აკრედიტაცია.

განათლების სამინისტროს მიმართა საჩივრით, თითქოს სკოლაში ირღვეოდა ავტორიზაციის ნორმები (აქ, საინტერესოა, რომ საფუძვლად მითითებული განკარგულება თავად ჯანაშიას მიერვე იყო ხელმოწერილი, მისი დირექტორობის დროს).  სამინისტროს კომისიამ შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა და „აკადემიას“ ავტორიზაციის ჩამორთმევას ასცდა. 


უპრეცენდენტო იყო ნათია ჯანაშიას მოქმედება „აკადემიის“ წინააღმდეგ, როცა აქციონერთა კრებაზე დღის წესრიგში იდგა კომპანიის სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციისთვის აუცილებელი წესდების მიღების საკითხი. ნათია ჯანაშიამ ხმა არ მისცა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების ფორმატით კომპანიის ახალი წესდების მიღების ფაქტს და ამით შეაფერხა რეგისტრაციის პროცესი და „აკადემია“ ლიკვიდაციის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.


პრეცენდენტი ძნელად მოეპოვება ნათია ჯანაშიას იმ ნაბიჯსაც, როცა მის მიერ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, თითქოს სკოლაში მოსწავლეთა მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც თითქოს მოსწავლეთა გადინება მოჰყვა. რეალობა კი ის იყო, რომ აკადემია მუშაობას წარმატებით განაგრძობდა, მიუხედავად მიზანმიმართული დეფამაციური კამპანიისა.


დღეს კი, მას შემდეგ, რაც 2025–2026 აკადემიური წელი „აკადემიის“ ისტორიაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და სკოლაში შენარჩუნებულია სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაღალი აკადემიური სტანდარტი, - ახლა  უკვე ნათია ჯანაშიას, ქმართან ერთად მოუწევს სასამართლოს წინაშე პასუხისგება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სარჩელი მათ წინააღმდეგ, სადაც სკოლა მოითხოვს ჯანაშიასა და ცეცხლაძისგან ცილისმწამებლური და ცრუ ცნობების საჯაროდ უარყოფას.


საბოლოო ჯამში, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მცდელობა  შანტაჟით, ცილისწამებითა და ინსტიტუციური დარტყმებით მოეხდინათ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარალიზება ან ლიკვიდაცია, სრული ფიასკოთი დასრულდა  - ნათია ჯანაშიას „აკადემიის“ ლიკვიდაციის გეგმა, ჩაუფლავდა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page