top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას კოლოსალური ქონების ყადაღა

Aug 13
2 min read

ნათია ჯანაშია ფინანსურ ჩიხში სულ უფრო ღრმად შედის. მის წინაშე დიდი გამოწვევაა. მას შეზღუდული აქვს 60 მილიონის აქტივების განკარგვა, რადგან მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დაყადაღებულია.


არადა, ხარჯი დიდია, ტროლების ქარხანას, რომელიც 2 წლის წინ სრული დატვირთვით აამუშავა და ვირტუალური „კედლის გაზეთების“ წარმოება დაავალა, ყოველდღიური დაფინანსება სჭირდება. იურიდიული მომსახურებაც დიდი ხარჯია - საქართველოშიც და მით უფრო, ინგლისში. ამასთან, წლების განმავლობაში, ლაქშერი ცხოვრებას ნაჩვევი ადამიანისთვის რთულია იმის გააზრება, რომ შემოსავლები კრიტიკულად შემცირებულია, „მარცხენა“ შემოსავლები საერთოდ გაქრა და ერთადერთი გამოსავალი, რომ ცხოვრების ჩვეული ხარისხი შეინარჩუნო, აქტივების გადათამაშება/რეალიზაციაა, მაგრამ აქაც ბლოკი გადევს - ქონებები დაყადაღებულია.


არადა, რა რჯიდა - 30 მილიონ ლარად „აკადემიის“ 70% წილი გაასხვისა, 30 % კვლავ მის გამგებლობაში დარჩა (ამ აქტივზე რიცხული მოგებების ჩათვლით, რასაკვირველია), მენეჯმენტ-კონტრაქტის საფუძველზე 5 მილიონი ლარი მიიღო. ხომ ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე პატიოსნად და კეთილსინდისიერად იმუშავებდნენ „აკადემიის“ მენეჯერებად, მაჟორიტარი პარტნიორი ამ შეთანხმებას კვლავ გააგრძელებდა, როგორც ამას მის კუთვნილებაში არსებული სხვა სკოლების მენეჯმენტებთან ურთიერთობის პრაქტიკა აჩვენებს.

არა - ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ბიზნეს-ფილოსოფია, როგორც ჩანს, ვერ ეგუება პარტნიორული ურთიერთობების ელემენტარულ ეთიკასაც კი.


მათი მენეჯმენტის პირობებში გაფლანგული 4 მილიონი დოლარის ასავალ-დასავალს დღემდე იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. უხერხულობას მათ არც „აკადემიის“ ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი და ოჯახის წევრების არამიზნობრივი მივლინება/მოგზაურობების, მათი ჯანმრთელობის დაზღვევების დაფინანსება და სწავლის ქირისგან უსაფუძვლოდ  გათავისუფლება უქმნიდა. არც ის, რომ საკუთარ ფართებს „აკადემიის“ ხარჯზე არემონტებდნენ და შემდგომ არაადეკვატურად გაბერილ ფასად, ისევ „აკადემიის“ ბიუჯეტიდან იღებდნენ ფულს უცხოელი მასწავლებლების საცხოვრისით უზრუნველყოფის დანიშნულებით. არც ის, რომ „აკადემიის“ კაფეტერიასაც გაბერილი ფასებით ამუშავებდნენ და ამითაც ყოველდღიურად აზიანებდნენ „აკადემიას“.


გარდა იმისა, რომ ეს საკუთარი საქმის და პროფესიის ღალატია, ამას კიდევ პარტნიორის მოტყუება ჰქვია. კიდევ უფრო მძიმე დეფინიცაა - პარტნიორის გაქურდვა. სამწუხაროდ, ეს ფაქტები სახეზეა...


სწორედ ამ და კიდევ სხვა ფაქტების გამოა, რომ გამოძიების ეტაპზე, ინვესტორის კანონიერი მოთხოვნით, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის კონტროლირებადი აქტივები დაყადაღებულია. შესაბამისად, მათ  უკიდურესად აქვთ შეზღუდული ამ აქტივებზე.

 

 

 


 
 

ახალი ამბები

bottom of page