top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია და გაფლანგული მილიონების კვალი

Aug 18
1 min read

ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მიერ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მართვის პერიოდი, ამ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანმიმართული, მძიმე ფინანსური დაზიანების ეტაპი აღმოჩნდა. დადასტურებულია, რომ სკოლის ბიუჯეტი პირადი მიზნებისა და უკანონო, თაღლითური სქემების წყაროდ იქცა.


საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მენეჯმენტის პირობებში, აკადემიიდან მილიონების მითვისება მკაფიო კვალს ტოვებს.


სასამართლოში გახმაურებული მასალები კი მართვის რამდენიმე მძიმე ეპიზოდს აშიშვლებს: 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ პერიოდში, ყოფილმა მენეჯმენტმა, შეუთანხმებლად, უკანონოდ განაგრძო ფულადი ანაზღაურების მიღება და ხელფასებზე დანამატის სახით სალაროდან ზუსტად 666 666 ლარი მიიღო.


პარალელურად, იმავე პერიოდში, სკოლის ხარჯზე ფინანსდებოდა პირადი მოგზაურობები, ხდებოდა შვილებისა და ქმრის მშობლების უკანონო დაზღვევა, ხოლო ნათესავების სწავლის ღირებულება სკოლის ბიუჯეტიდან იფარებოდა. ამ ყველაფერმა, ჯამში, „აკადემიას“ 2 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.


ფინანსური მაქინაციის მორიგი ეპიზოდი ასახავს ნათია ჯანაშიას ქმრის პირადი ფართების „აკადემიის“ ხარჯზე გარემონტების ფაქტს. შემდგომ ეს ფართები, ჯანაშია-ცეცხლაძის მენეჯმენტმა „აკადემიის“ უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის დაიქირავა და როგორც ირკვევა, ქირას, საბაზროსთან შედარებით, გაცილებით მაღალ ფასად, ისევ „აკადემიის“ ხარჯზე, ფარავდა დავით ცეცხლაძის სასარგებლოდ. აუდიტის თანახმად, ამ მაქინაციამ „აკადემია“ დამატებით 341,878.45 ლარით აზარალა.


ფინანსური აუდიტისა და გამოძიების მასალებით გამოკვეთილი კვალი ცალსახაა: ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში სკოლის ბიუჯეტიდან სისტემურად და სისტემატურად ხდებოდა თანხების მიტაცება და გაფლანგვა.


დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები და სამართლებრივი მექანიზმები მკაფიოდ აჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ზიანისთვის, რომელიც „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ მიადგა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page