top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

საერთაშორისო სკანდალი - ნათია ჯანაშიას მხარდაჭერილი სტატია “ტელეგრაფმა” წაშალა

Aug 21
2 min read

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარმა აქციონერმა (30%), ნათია ჯანაშიამ ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში საერთაშორისო მედიაშიც სცადა საქართველოს იმიჯის შელახვა.


რამდენადაც ირკვევა, მას ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ინვესტორის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაემყარებინა.


ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ „ტელეგრაფმა“, 2025 წლის 12 თებერვალს ჯერ გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე, შემდეგ კი სიყალბისა და ფეიქ-ფაქტების გავრცელების გამო, სამუდამოდ წაშალა საიტიდან ერთი კონკრეტული სტატია. ხოლო მისი ავტორი - ქართველი კონტრიბუტორი - სავარაუდოდ, „შავ სიაში“ მოახვედრა და მის მასალებს აღარ აქვეყნებს.


ამ სტატიის სათაური იყო: “საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება გავლენას ახდენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე”.


სტატია ეძღვნებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო გამოსვლებს და მის გავლენას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე. ავტორი მმართველ პარტიას ბრალს სდებდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებაში და რუსეთისკენ გადახვევაში.


ავტორი წერდა: „საქართველოდან კაპიტალის გადინება შესაძლოა სწრაფად დაჩქარდეს. საქართველოს ინსტიტუტების მზარდი თანხვედრა პრორუსულ პოლიტიკასთან სერიოზულ კითხვებს აჩენს აქ ინვესტიციების მდგრადობასთან დაკავშირებით. ლონდონელმა ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომლებსაც უქმნის მათ საქართველოს მთავრობა, რომელიც მზად არის შესწიროს დასავლური ეკონომიკური კავშირები რუსეთთან პოლიტიკურ კონსოლიდაციას.“


სტატიის ავტორის აზრით, „ლონდონში დალისტული სამი ქართული ფირმა - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და საქართველოს კაპიტალი ქვეყნის არასტაბილურობის ბარომეტრად იქცა“.


ავტორის „ეკონომიკური შორსმჭვრეტელობა“ აქციების ფასის არნახული ზრდით ნიველირდება - საქართველოს კაპიტალის აქციები, სტატიის გამოქვეყნებიდან დღემდე 255 პროცენტით გაიზარდა.

ავტორი სტატიაში კიდევ უფრო შორს წავიდა და საქართველო დაადანაშაულა სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის ხელშეწყობაში. ეს მაშინ, როდესაც იმ პერიოდისთვის, ამერიკული და ევროპული ინსპექტირების მაღალი დონის ჯგუფები, ყოველთვის საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ.


ამის შემდეგ სტატიაში ჩნდება ნათია ჯანაშია, რომლის მოსაზრების წყაროდ „ტაბულაში“დაფინანსებული და სარეკლამო წესით გამოქვეყნებული განცხადებაა მოხმობილი. ფაქტია, „ტელეგრაფმა“აღნიშნული დეფამაციური სტატია, რომელიც დიდი ალბათობით და ლოგიკურ განსჯაზე დაყრდნობით, ნათია ჯანაშიას მიერ იყო შეკვეთილი, “უკანმოუხედავად” წაშალა ვებგვერდიდან.


ასე იქცევიან რეპუტაციული გამოცემები.


საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული და მართული დეფამაციური კამპანია არა მხოლოდ ინვესტორის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც იგი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული სიმძლავრით ახორციელებს ბრიტანეთსა და საქართველოში, ჯერ კიდე 2024 წლის დასაწყისიდან იღებს სათავეს.


ნათია ჯანაშიას მცდელობა, გამოეყენებინა საერთაშორისო მედია-პლატფორმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ამით განეხორციელებინა ლონდონში შესატანი სარჩელის (სტატიის გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ შევიდა მისი სარჩელი ლონდონის სასამართლოში) მედია-მხარდაჭერა, “ტელეგრაფმა” სწრაფადვე აღკვეთა - მის მიერ “მხარდაჭერილი”, - მოდით, პირდაპირ ვთქვათ, - შეკვეთილი მასალა, უბრალოდ წაშალა და სტატიის ავტორთან ურთიერთობა გაწყვიტა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page