top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას საქმე მძიმდება - სად ფიგურირებს დავით ცეცხლაძე

Sep 3
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის“ მიყენებული ზიანის ეპიზოდებში წინა პლანზე მინორიტარი აქციონერი (30%) ნათია ჯანაშიაა, თუმცა მის ისედაც პრობლემურ სიტუაციას ამძაფრებს მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში, „აკადემიის“ დამაზიანებელ მთავარ მოქმედ პირად გვევლინება.


მაგალითად, სისხლის სამართლის ხაზით წარმოებს საქმე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს და სადაც ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში (დავით ცეცხლაძეც მენეჯმენტში იყო და 500 000 ლარიანი ხელფასი ჰქონდა) გაფლანგულ და მიტაცებულ, ჯამში 4 მილიონ აშშ დოლარზეა საუბარი. საქმე, მათ შორის, ეხება ლისის კამპუსის მშენებლობას, რასაც დავით ცეცხლაძე კურირებდა და რაც  დაგეგმილზე 3-ჯერ ძვირი დაჯდა.სწორედ ამ ზედმეტობის გაფლანგვა-მიტაცებაზეა ეს საქმე აღძრული.


აშკარად კრიმინალური ელფერისაა ფაქტი, რომელიც 2025 წლის 12 დეკემბერს „ბრიტიშ ეირვეიზის“ ბორტზე მოხდა, როცა ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო დავით ცეცხლაძის მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.


კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება  2026 წლის 13 მარტს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, როცა ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა ინვესტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.

როგორც ირკვევა, დავით ცეცხლძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ინვესტორის წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, რომ მუქარის ადრესატი ერთ-ერთი თანამშრომელი ორსულად იყო.


მუქარის ამ ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად. ეს ბრალი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.  ამ ფაქტის შესახებაც საჯაროდ, მედიით გახდა ცნობილი. კრიმინალური ინციდენტის გასაჯაროებას, ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან, სოციალურ ქსელში, სიძულვილის ენითა და ბულინგის ფორმით გამოხმაურება და ძალადობრივი შინაარსის კომენტარები მოყვა.


სასამართლო იხილავს საქმეს, რომელიც „აკადემიის“ ბიუჯეტიდან დავით ცეცხლაძის მიერ უკანონოდ მიღებულ ასეულ ათასობით ლარს ეხება. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ინვესტორმა ნათია ჯანაშია გააფრთხილა, რომ მას და მის ქმარს წლიური 1 მილიონ ლარიანი მენეჯმენტ-კონტრაქტი, ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ უხანგრძივდებოდათ, დავით ცეცხლაძემ განაგრძო ნათია ჯანაშიას მიერ ხელფასად დარიცხული თანხების მიღება. მას ამ თანხების „აკადემიისთვის“ სასამართლოს ძალით დაბრუნება ემუქრება.


„აკადემიის“ სახსრების მიტაცების მორიგი ეპიზოდია, როცა დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებული ფართები „აკადემიის“ ბიუჯეტით გარემონტდა და შემდგომ გაქირავდა „აკადემიისავე“ უცხოელ მასწავლებლებზე. რაც მთავარია, ქირის საბაზრო ფასთან კრიტიკულად შეუსაბამოდ გაბერილი ფასებით. ეს თანხებიც დავით ცეცხლაძის ანგარიშებზე დაილექა.


აუდიტის მიერ გამოვლენილია ასევე ფაქტი, რომ „აკადემიის“ კაფეტერია, წლების განმავლობაში, მარაგდებოდა ასევე გაბერილი ფასებით შეძენილი პროდუქციით. ეს მძიმე ტვირთად აწვებოდა „აკადემიის“ მოწაფეების ბიუჯეტს. კაფეტერიის მუშაობას დავით ცეცხლაძის „თანამესაკნის“ კომპანია უძღვებოდა და ეს მისი ერთადერთი ბიზნესი იყო, რომელიც ნიშანდობლიავია, რომ მაშინვე შეწყდა, როგორც კი ინვესტორმა ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე „აკადემიის“ მენეჯმენტს ჩამოაშორა.


ყველა ეს ეპიზოდი ნათლად მეტყველებს, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის“ დავით ცეცხლაძის მიერ მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალი დოკუმენტურად დასტურდება და შესაბამისად, ნათია ჯანაშიას, როგორც „აკადემიის“ ყოფილი დირექტორის საქმე, მის ქმართან დაკავშირებული კრიმინალური ეპიზოდებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმდება.


 
 

ახალი ამბები

bottom of page