top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა

Sep 10
1 min read

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგა კირკიტაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს ლინგ ჭიფენგს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს.


გაგა კირკიტაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ერთმანეთს სამართალდამცავ სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.


შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 
 

ახალი ამბები

bottom of page