top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

შვეიცარიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Sep 10
1 min read

შვეიცარიაში რიტომის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა ასაკი 18 და 55 წელი იყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.


წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ჰესის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ადამიანები მოიყოლა. აფეთქების მიზეზი და ავარიის სხვა გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

არსებობს მოსაზრება, რომ სარემონტო სამუშაოების დროს ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთ ტრანსფორმატორში „მოკლე ჩართვა“ მოხდა და ის აფეთქდა.


რიტომის ჰიდროელექტროსადგური, სადაც აფეთქება მოხდა, ამავე სახელის ტბის წყალს იყენებს და წელიწადში 155 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესი სპეციალური სიხშირის, 16.7 ჰერცის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ეს ქვეყნის მთელი რკინიგზის 8%-ს უზრუნველყოფს. ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1920 წელს შეიყვანეს.


ჰესის ახალი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა მომავალ წელს იგეგმებოდა. ასევე მთის ქვეშ უნიკალური მიწისქვეშა სადერივაციო გვირაბი იყო გაყვანილი, რომლის კუთხე 88%-ს შეადგენს. ახალი ტექნოლოგიის წყალობით, სადგური წყლის ჭარბი რაოდენობის უკან ტბაში დაბრუნებას შეძლებს. ჰიდროელექტროსადგურის განახლება 350 მლნ შვეიცარიული ფრანკი (444 მლნ აშშ დოლარი) დაჯდა.


ჯერჯერობით უცნობია, დააზიანა თუ არა აფეთქებამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებარე ნაწილი.

 
 

ახალი ამბები

bottom of page