top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

Sep 1
1 min read

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელიგოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„საწარმოში დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, - აღნიშნულია განცხადებაში.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნისმას შტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.


 
 

ახალი ამბები

bottom of page