top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

რუსეთის მოქალაქემ მონტენეგროში სამი ადამიანი მოკლა

Sep 1
1 min read

რუსეთის 30 წლის მოქალაქემ, მიხეილ შაბუნინმა მონტენეგროში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ 24tv.ua იუწყება.

შაბუნინმა მონტენეგროში მდებარე ერთ-ერთ სასროლეთზე 20, 24 და 67 წლის ინსტრუქტორები დახოცა. ამის შემდეგ ის ავტომობილით მიიმალა.


პოლიციამ დაადგინა, რომ ის ჰერცოგ-ნოვის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ბოროტმოქმედის დასაკავებლად პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები და არმიის ვერტმფრენიც კი მონაწილეობდა.


მას შემდეგ, რაც შაბუნინს სპეცრაზმელებმა ალყა შემოარტყეს, მან ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.


პოლიცია გამოძიებას ატარებს და უნდა დაადგინოს მოტივები, თუ რატომ გახსნა ცეცხლი რუსეთის მოქალაქემ, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page