top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას რეიდერული იერიში საქართველოს ეკონომიკაზე - სიყალბე, რომელიც „ტელეგრაფმა“ სამუდამოდ დაბლოკა

  • Jul 11
  • 2 min read

Updated: Jul 12



როდესაც ბიზნეს-დავაში რეალური მტკიცებულებები არ გაგაჩნია, როდესაც გამოძალვაზე ხარ ორიენტირებული და სიმართლე შენთვის მეორეხარისხოვანია, ერთადერთი გზა სკანდალების ხელოვნურად შექმნაა. თუმცა, თუკი საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე იწყებ იერიშის მიტანას, ეს უკვე აღარ არის კორპორაციული დავა - ეს არის წმინდა წყლის რადიკალიზმი. ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის რეიდერულმა კამპანიამ ზუსტად ეს ზღვარი გადაკვეთა, როდესაც დაპირისპირების საერთაშორისო სივრცეში გადატანით საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟი სცადეს.


საერთაშორისო ფეიკ-ნიუსის ანატომია

ამ რეიდერული სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრახი უკავშირდება ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფს“ (The Telegraph). საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილმა ძვირადღირებული პიარ-მანევრებით, ლობისტების დახმარებითა და ქართველი კონტრიბუტორის მეშვეობით  „ტელეგრაფში“ სტატია გამოაქვეყნეს.

მიზანი ნათელი იყო - სიყალბეზე დაფუძნებული შეტევა საქართველოს ეკონომიკაზე. ბრიტანულ „ტელეგრაფზე“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება გავლენას ახდენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე“, რომლის ავტორიც ცდილობდა დასავლელი ინვესტორებისთვის ეჩვენებინა, რომ თითქოს საქართველოში ინვესტიციების შემოტანა საშიშია, ვინაიდან ქვეყნიდან კაპიტალის გადინება სულ მალე დაიწყება და ლონდონში დალისტული ქართული კომპანიების აქციები კრახისთვისაა განწირულია. რა თქმა უნდა, ამ აპოკალიფსურ სურათში ავტორმა „შემთხვევით“ ცალკე გამოყო „საქართველოს კაპიტალი“ და ნათია ჯანაშიას აბსოლუტურად ცალმხრივი, დაუსაბუთებელი პოზიცია.

თუმცა, ჯანაშიას დაავიწყდა, რომ ბრიტანულ გამოცემაში ფაქტ-ჩეკერების ინსტიტუტი მუშაობს. მასალაში იმდენი ფაქტობრივი, ფინანსური და შინაარსობრივი სიყალბე აღმოჩნდა, რომ „ტელეგრაფმა“ სტატია გამოქვეყნებიდან მალევე საიტიდან სამუდამოდ წაშლა და დაბლოკა, ხოლო მისი ციფრული კვალი მხოლოდ „იაჰუ ფინანსის“ კლონირებულ არქივებში შემორჩა. ბრიტანულმა მედიამ უბრალოდ უარი თქვა, გამხდარიყო ჯანაშიას სათამაშო. ჯანაშიას კამპანიას შეეწირა და „შავ სიაში“ მოხვდა ქართველი კონტრიბუტორიც, რომლის არცერთი მასალაც აღარ გამოქვეყნებულა „ტელეგრაფზე“ ამ ფაქტის შემდგომ.


„ფსევდოანალიტიკა“, რომელიც ციფრებმა გაანადგურა

ამ შეკვეთილი კამპანიის ყველაზე ირონიული ნაწილი ის არის, რომ არცერთი მავნებლური პროგნოზი, რასაც ჯანაშიას დაქირავებული ავტორი ავრცელებდა, არ ახდა. ისინი მკითხველს უმტკიცებდნენ, რომ ქართული კომპანიების აქტივების ფასი დრამატულად შემცირდებოდა.

მაგრამ რეალობამ და ციფრებმა ეს ფსევდოანალიტიკა მიწასთან გაასწორა:

  • აქციების რეკორდული ზრდა: სტატიის დაწერიდან (2025 წლის 12 თებერვალი) დღემდე, „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეკორდულად, 260%-ით არის გაზრდილი.

  • ჯანსაღი ეკონომიკა: მიუხედავად რეიდერების მცდელობისა, დაეზიანებინათ საინვესტიციო გარემო, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7,5%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პროგნოზი მყარ 6,5%-იან ნიშნულზეა. საერთაშორისო ბაზარმა და ციფრებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ ჯანაშიას ლობისტების ნაჯღაბნი ფურცლები ჩვეულებრივი მაკულატურაა, რომელსაც რეალურ ფინანსურ სამყაროზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.


საერთაშორისო კრახიდან შიდა საბოტაჟამდე

როდესაც ლონდონში პიარ-შანტაჟი ჩაუფლავდათ და „ტელეგრაფმა“ სტატია წაუშალა, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე მიხვდნენ, რომ საერთაშორისო დონეზე მათ ტყუილები არ იმუშავებს. სწორედ ამ კრახის შემდეგ გადავიდნენ ისინი ქვეყნის შიგნით ღია ეკონომიკურ რადიკალიზმზე - სახელმწიფო უწყებებისა და სისტემაშემქმნელი ინსტიტუციების - მსხვილი კერძო კომპანებისა და ბანკების მიმართ ბოიკოტის მოწოდებებზე და საბოტაჟზე.

სტრატეგია მარტივია: თუ სკოლაში მილიონების გაფლანგვა დაგიმტკიცეს,  თუ მხოლოდ გამოძალვაზე ხარ ორიენტირებული და ადვოკატების გადასახდელი ქეში აღარ გაგაჩნია, უნდა სცადო, დაანგრიო ირგვლივ ყველაფერი და იკადრო უკადრებელიც. მათთვის სულერთია, დაზიანდება თუ არა ქვეყნის რეპუტაცია, შეშინდებიან თუ არა უცხოელი ინვესტორები ან შეექმნება თუ არა საფრთხე ქართულ საბანკო სექტორსა თუ ქვეყნის ეკონომიკას. მათთვის მთავარია, ერთხელ გაყიდული სკოლის წილი, კიდევ რამდენჯერმე გადაყიდონ და 30 მილიონს ზემოდან კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი დაამატონ.

ნათია ჯანაშიას რეიდერული რადიკალიზმი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პიროვნულმა ამბიციამ, მილიონების გამოძალვის სურვილმა, ადამიანი საკუთარი ქვეყნის  და მისი ეკონომიკის მტრად აქციოს. თუმცა, ყოველდღიურად კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომიც წაგებულია. „ტელეგრაფის“ მიერ წაშლილი ფეიკ-სტატია დარჩება, როგორც ამ რეიდერული კამპანიის სამარცხვინო მონუმენტი.

საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები რეკორდებს ხსნის, ხოლო ნათია ჯანაშია დაქირავებულ ბოტებთან, წაშლილ სტატიებთან და სრულ ფინანსურ კოლაფსთან ერთად უფსკრულისკენ მიექანება. ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი არავის ეპატიება. 


 
 

ახალი ამბები

bottom of page