top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

Sep 3
1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
 

ახალი ამბები

bottom of page