top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ღალატის ანატომია - როცა ერთგულებაზე თავს დებს და ზურგსუკან ღალატს ამზადებ

  • Jul 15
  • 2 min read

2019 წელს, როცა ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% ინვესტორს მიჰყიდა და ამაში 30 მილიონი ლარი საკუთარ და ქმრის ანგარიშზე თანაბრად მიიღო, ინვესტორი ალბათ ფიქრობდა, რომ წყვილი მეტი ინტერესით გააგრძელებდა აკადემიის განვითარებაზე ზრუნვას, რადგან წილის საფასურის პარალელურად 5 მილიონიანი ხელფასიც დაუმტკიცდათ.


სამწუხაროდ, მოხდა პირიქით - ნათია ჯანაშია, ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორთან ერთად, შეთანხმებულად და პატიოსნად - წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად გაეგრძელებინა მუშაობა, მენეჯმენტში მუშაობის 5 წელი აკადემიის აქტივების განიავებით და ამ აქტივების საკუთარი კონტროლქვეშ უკანონოდ მოქცევით დაკავდა. სწორედ ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. საკითხი ეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა-მიტაცებას. ზარალი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


ეს უკვე არის არათუ პარტნიორების, არამედ საკუთარი საქმის, საკუთარი თავის ღალატი.


ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა მაშინ, როცა ნათია ჯანაშიამ ქმართან ერთად აკადემიის პირდაპირი საბოტაჟი დაიწყო. მან აკადემიის მართვის სადავეების დაკარგვის შიშით, პარტნიორებისგან მალულად დაიწყო სრულიად ახალი, პარალელური სკოლის შექმნა.


მიზანი მარტივი იყო: „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეთა და პედაგოგთა ბაზა, რაზეც ნათია ჯანაშიას ხელი მიუწვდებოდა, ასევე აკადემიის რეპუტაცია და რესურსები უნდა გამოეყენებინა ახალი ბიზნესისთვის, ხოლო პარტნიორი და ინვესტორი უბრალოდ უნდა „გადაეგდო“. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ახალ სკოლაში მალულად გადაყვანის ეს გეგმა პირდაპირ მიმართული იყო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ.


ამ ფარულ ოპერაციას საჯარო რეესტრში უკვე სრულიად კონკრეტული სახელი დაერქვა. ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა დაარეგისტრირეს ახალი იურიდიული პირი — შპს „საქართველოს ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“. ეს იყო არც მეტი, არც ნაკლები - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ შვილობილის „თბილისის ბრიტანული საერტაშორისო სკოლის“ იდენტური „კლონი“. ამ მოქმედებით ნათია ჯანაშიამ „ახალი სიტყვა“ თქვა ქართული საგანმანათლებლო ბიზნესის მენეჯმენტის ისტორიაში - კომპანიის შიგნიდან პარაზიტული კლონის შექმნა და ორიგინალის ხარჯზე მისი გამოკვების მცდელობა - ეს მართლაც „ახალი სიტყვაა“...


წყვილი კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა ერთი მხრივ ინვესტორს დასდო ბრალი, რომ მან ლისის მიმდებარე მიწები არასწორად მართა და აკადემიის განვითარებას შეუშალა ხელი, რეალურად კი ჯანაშია და ცეცხლაძე სწორედ თავად ეცადნენ სკოლის მომიჯნავე სტრატეგიული მიწები მალულად, პირადი ინტერესებისთვის გამოესყიდათ.


მათ სურდათ ეს ტერიტორიები აკადემიის გვერდის ავლით, პირადად, საკუთარ სახელზე შეეძინათ. რათა შემდეგ ინვესტორი და თავად აკადემია მძევლის მდგომარეობაში ჰყოლოდათ.


ეს ავანტიურა არ გავიდა. ინვესტორმა დროულად შეიტყო ნათია ჯანაშიას მზაკვრული ჩანაფიქრის თაობაზე და პარტნიორების ინტერესებისა და სკოლის მომავლის დასაცავად, კანონის ძალით იმოქმედა. ნათია ჯანაშიას მცდელობა, მალულად დაეპატრნებოდა მომიჯნავე ტერიტორიები, გაშიფრულია და ახლა ამ საქმეს სასამართლოს განიხილავს.


ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა სკოლის რესურსების პირადი გამდიდრებისთვის გამოყენების კიდევ ერთ მცდელობას.


ესაა, მოკლედ, ნათია ჯანაშიას ღალატის ანატომია, რამდენადაც აღწერილი ფაქტებით მხოლოდ ერთი რამ დასტურდება - ნათია ჯანაშია, პირადი გამდიდრების და პარტნიორებთან რეიდერული, ბანდიტური მეთოდებით ურთიერთობის გზაზე იმდენად შორს წავიდა, რომ ჩვეულებრივ კრიმინალთან ერთად თავისივე დაფუძნებული აკადემიის მოღალატედ გადაიქცა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page