top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას „ლევი“ ბიზნესი კაფეტერიაში და ქურდბაცაცობა ნიჭიერი ბავშვების ხარჯზე

  • Jul 22
  • 1 min read

თუ ფიქრობთ, რომ ნათია ჯანანაშია და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე, როგორც კარგად ორგანიზებულ რეიდერულ ბანდას შეშვენის, მხოლოდ მსხვილმან მაქინაციებზე არიან ორიენტირებულნი და ათეულობით მილიონიანი აქტივების უკანონოდ დათრევას უმიზნებენ, ცდებით. - მაშინ, როცა ნათია ჯანაშიას „ბრიტანულ - ქართული აკადემიის“ მენეჯმენტს აწარმოებდა, პარალელურად არც წვრილმან ბაცაცობას თაკილობდა.


საქმე ისაა, რომ პირადი გამორჩენის მიზნით, ის ყოველდღიურად აყენებდა ფინანსურ ზიანს აკადემიას. ამით რეალურად ფულს პარავდა პარტნიორებს.


წლების განმავლობაში, ჯანაშიას მიერ აკადემიის კაფეტერიის მომარაგება ჩაბარებული ჰქონდა მისი ქმრის ყოფილ თანამესაკნეს. აუდიტმა აღმოაჩინა ეს მდაბიო, ქურდბაცაცური სქემა, რომლის თანახმადაც კაფეტერია პროდუქტებს საბაზროზე გაცილებით ძვირად ყიდულობდა. ასე გაჩნდა კოლოსალური გადახარჯვა და ასე ტრანსფორმირდა ბავშვების კვების ბიუჯეტის ხარჯზე, მოგებიან „ლევი“ ბიზნესად.


და კიდევ, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ აკადემიის წახალისების ფონდის სახსრებით ცოლ-ქმარი საკუთარი შვილების სწავლას აფინანსებდა.


ამ ფონდის იდეა დეკლარირებულად გულისხმობს იმას, რომ ფონდს აკადემიის წარმატებული და იმავდროულად ნაკლებად გადახდისუნარიანი მოწაფეების სწავლის საფასური უნდა დაეფარა. ახლა თქვენ განსაზღვრეთ, რამდენად გადახდისუნარშეზღუდულია ცეცხლაძე - ჯანაშიას წყვილი, რომლებმაც ქართული საგანმანათლებლო ბიზნესის ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის გარიგების თანახმად 30 მილიონი ლარი მიიღეს.


მოკლედ, იმავე აუდიტმა გახსნა გამოარკვია, რომ ნათია ჯანაშიას „ქველმოქმედება“ მისსავე შვილებისკენ იყო მიმართული. რომ მან 100%-იანი გრანტები სრულიად უფასოდ გაუფორმა... საკუთარ შვილებს და ნათესავებს. ეს „მცირე საოჯახო დახმარება“ სკოლის ბიუჯეტს წელიწადში 100 000 აშშ დოლარი უჯდებოდა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page