top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას სამიდან ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ვინ მოაწერს ხელს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუქმებას

  • Jul 24
  • 2 min read

ქართული კორპორაციული სამართლის ისტორიაში იშვიათად შეხვდებით ისეთ შემთხვევას, სადაც კერძო ბიზნეს-ინტერესი, პოლიტიკური განცხადებები და საერთაშორისო სასამართლო დავა ერთმანეთს ასე მჭიდროდ უკავშირდება, როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.


საქმე, რომელიც 2019 წელს იწყებოდა მსხვილი ინვესტიციითა და 29,3 მილიონი ლარის ოდენობის გარიგებით - რომლის ფარგლებშიც „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70-%-იანი წილი შეიძინა - მინორიტარი აქციონერის მიერ წარმოებული ხუთწლიანი მენეჯმენტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამართლებრივ დავაში გადაიზარდა.

მას შემდეგ, რაც მაჟორიტარმა აქციონერმა ყოფილ ხელმძღვანელობას, ნათია ჯანაშიას და მის ქმარს, კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, ხოლო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ცოლ-ქმრის მენეჯმენტის პერიოდში 4 მილიონი დოლარის გაფლანგვაზე გამოძიება დაიწყო, აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ნათია ჯანაშიამ, დავა ლონდონში, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში გადაიტანა, ხოლო კერძო კომერციული კონფლიქტი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა.


ჯანაშიას სარჩელში ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ წილებსა და ფინანსურ ვალდებულებებზე, არამედ ქართულ მართლმსაჯულებაზე, კონკრეტულ მოსამართლეებზე (არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლაშა თავართქილაძე), ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზე. მოსარჩელის სტრატეგიაა დაარწმუნოს ბრიტანელი მოსამართლე, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შეუძლებელია.


ლონდონში გამართულმა პირველმა მოსამზადებელმა სხდომამ მხარეთა განსხვავებული პოზიციები გამოკვეთა. სანამ ინვესტორი მოითხოვდა დავის მხოლოდ საგნობრივ, ბიზნეს-ჭრილში განხილვასა და საქართველოს სახელმწიფოს ჩართვის გამორიცხვას, ჯანაშიას მხარეს წარდგენილი სამი შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დაუკმაყოფილეს - მისცეს საქმეში დაინტერესებული ქართველი ექსპერტის ჩართვის უფლება.


ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ემსჯელა ინვესტორის გავლენებზე სასამართლო სისტემაზე და სარჩელის დაშვებადობა საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის არასანდოობის დამტკიცების პირობას დაუკავშირა. ნათია ჯანაშიას ექსპერტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის ავტოკრატი, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას რუსეთისკენ და სასამართლო სისტემა მისი უშუალო ზეწოლითა და დავალებებით იმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანაშიამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას წარმატებად წარუდგინა, ექსპერტების რეაქცია საპირისპიროზე მეტყველებს. ეს ფაქტი მკვეთრად უარყოფითად არის შეფასებული და ჯანაშიას ჩიხურ პოზიციაზე მეტყველებს.


ამ ეტაპზე საინტერესო კითხვად რჩება, - ვინ არის ის ქართველი ექსპერტი, რომელმაც ლონდონში საქართველოს სასამართლო სისტემის არასანდოობაზე უნდა წარადგინოს დასკვნა? ნათია ჯანაშიას მხარე დღემდე მკაცრად ასაიდუმლოებს ექსპერტის ვინაობას და დასკვნის კონკრეტულ შინაარსს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page