top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ქმრის სასოწარკვეთილი კომენტარები - მუქარა და კრიმინალური ლექსიკა სოციალურ ქსელში

Aug 19
2 min read

ნათია ჯანაშია მიერ  „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“  ინვესტორის წინააღმდეგ წამოწყებულ და მართულ ღირსების შემლახავ და დეფამაციურ საჯარო კამპანიას ფონად მუდმივად მიჰყვება მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის „მხარდაჭერა“. ამ „მხარდაჭერას“, ნათია ჯანაშიას ქმარი, სოციალურ ქსელში აწარმოებს გამოკვეთილად ხაზგასმული სიძულვილის ენით, ბულინგის, მუქარისა და კრიმინალური ლესიკის თანხლებით.


სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს ნათია ჯანაშიას ქმრის ის უამრავი სასოწარკვეთილი კომენტარი, რომლითაც იგი ეხმაურება „„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“  გარშემო მიმდინარე მასშტაბური და  გახმაურებული ბიზნეს-დავის თაობაზე მედიის პუბლიკაციებს, თუ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.


გასაგებია, რომ როცა წინასწარ დაგეგმილი რეიდერული გეგმა ვარდება და შესაბამისად, რეალური, საფუძვლიანი, წონადი არგუმენტები არ გაქვს, დგება სასოწარკვეთის მომენტი. თუმცა, ესეც კი არ ამართლებს ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან წარმოებულ იმ მუქარის შემცველ, რიგ შემთხვევებში წყევლაგარეულ, რიგ შემთხვევებში კი კრიმინალური ლექსიკით გაჯერებულ,  სიძულვილის ენით გამოთქმულ ბულინგს, რასაც მისი მხრიდან ვხვდებით სოციალურ ქსელში.

ეს სასოწარკვეთილი, განგრძობითი ქმედება, ერთი მხრივ, ნათია ჯანაშიას ქმრის მიერ „აკადემიის“ მენეჯმენტში ყოფნის, შემდგომ კი უკვე დავის პროცესში ჩადენილ კრიმინალური ისტორიების, ერთგვარად გადაფარვის მცდელობადაც შეიძლება განვიხილოთ.


ეს კრიმინალური ისტორიები კი ასეთია:

სისხლის სამართლის ხაზით არსებული ფაქტობრივად, მთავარი ისტორიაა ის საქმე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს და სადაც ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში (დავით ცეცხლაძეც მენეჯმენტში იყო და 500 000 ლარიანი ხელფასი ქონდა) გაფლანგულ, ჯამში 4 მილიონ აშშ დოლარზეა საუბარი.


ამ თემაზე არც ნათია ჯანაშია და არც მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე, არასოდეს საუბრობენ. დადასტურებულია, რომ ლისის კამპუსის მშენებლობა დაგეგმილზე 3-ჯერ ძვირი დაჯდა და სწორედ ამ ზედმეტობის გაფლანგვა-მიტაცებაზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული.


მორიგი კრიმინალური ელფერის ისტორიაა ფაქტი, რომელიც 2025 წლის 12 დეკემბერს „ბრიტიშ ეირვეიზის“ ბორტზე მოხდა, როცა ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო დავით ცეცხლაძის მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.


მორიგი ისტორია გათამაშდა 2026 წლის 13 მარტს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე. ეს იყო ძალადობრივი ინციდენტი, როცა ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები. როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას ქმარი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. უნდა აღინიშნოს, რომ მუქარის ადრესატი ერთ-ერთი თანამშრომელი ორსულად იყო. მუქარის ამ ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად. ეს ბრალი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.  ამ ფაქტის შესახებაც საჯაროდ, მედიით გახდა ცნობილი.


ისიც საგულისხმოა, რომ ამ კრიმინალური ინციდენტის გასაჯაროებას, ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან განსაკუთრებული სიმძაფრით მოჰყვა სიძულვილის ენითა და ბულინგის ფორმით გამოხმაურება და არც  განსაკუთრებული ძალადობრივი შინაარსის კომენტარებისგან შეუკავებია მას თავი სოციალურ ქსელში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page