top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

მიტაცებული 4 მილიონი დოლარი - ნათია ჯანაშია ჯიუტად არ ამბობს, როდის დააბრუნებენ ამ თანხას

Aug 11
2 min read

კორპორაციულ ფინანსებსა და მსხვილ ინვესტიციებში უცვლელი ოქროს წესი მოქმედებს - ფულს სჭირდება სრული გამჭვირვალობა, ხოლო მენეჯმენტს მკაცრი და უპირობო ანგარიშვალდებულება. თუმცა, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მმართველობის პერიოდში ეს ელემენტარული პრინციპები სრულიად იგნორირებული აღმოჩნდა. დღეს საზოგადოებისთვის უკვე დეტალურად და უტყუარად ხდება ცნობილი ინფორმაცია იმ მასშტაბური ფინანსური დარღვევების, თაღლითური სქემებისა და მიტაცებული მილიონების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში.


2019 წელს ინვესტორმა „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ 70-პროცენტიანი წილი 30 მილიონ ლარად შეიძინა. გარიგება ითვალისწინებდა ნათია ჯანაშიას დირექტორატში დარჩენას 5 წლის ვადით, ხოლო მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე, მენეჯმენტს უწევდა და, ფაქტობრივად, კურირებდა ლისის კამპუსის მშენებლობას. ამ პერიოდში, 30%-იანი წილის მფლობელმა ცოლ-ქმარმა ერთობლივად, მხოლოდ ოფიციალური სახელფასო ანაზღაურების სახით, კოლოსალური თანხა, წლიური 1 მილიონი ლარი, ხოლო ჯამში 5 მილიონი ლარი მიიღო. მაჟორიტარი აქციონერის მიერ უმაღლეს მენეჯმენტში დატოვებული მინორიტარი აქციონერის მიმართ დანიშნული ეს უპრეცედენტო სახელფასო ანაზღაურება, თითქოს შეუვალი გარანტია უნდა ყოფილიყო საიმისოდ, რომ აკადემიის მართვისა და განვითარების პროცესში მენეჯმენტს არ დაეშვა რაიმე სერიოზული, არათუ დანაშაული, არამედ გადაცდომაც კი. მოხდა საპირისპირო - გამოვლინდა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დატაცება.


საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეულის“ წევრის მიერ მომზადებულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ ნათია ჯანაშიას დირექტორობის დროს აკადემიიდან თაღლითურად მითვისებულია 4 მილიონი დოლარი.


საგამოძიებო და აუდიტორული მასალებით ირკვევა ოთხი ყველაზე მძიმე და დამაზიანებელი ეპიზოდი.


დირექტორობის ვადის ამოწურვისა და ხელშეკრულების დასრულების შემდგომ პერიოდში, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ჯანაშია და მისი ქმარი უკანონოდ აგრძელებდნენ საკუთარი თავისთვის ფულადი ანაზღაურებების გადახდას და ხელფასებზე დანამატის სახით სალაროდან ზუსტად 666 666 ლარი დაიტაცეს.


ამასთანავე, 2019-2025 წლებში ჯანაშია და მისი ქმარი აკადემიის ბიუჯეტიდან, ანუ მოსწავლეების ხარჯზე აფინანსებდნენ პირად მოგზაურობებს, უზრუნველყოფდნენ შვილებისა და მშობლების სადაზღვევო ხარჯებს, ფარავდნენ ნათესავების სწავლის ღირებულებას და სხვა. ამ ყველაფერმა აკადემიას 2 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა.


ფინანსური მაქინაციები შეეხო უძრავ ქონებასაც: ნათია ჯანაშიას ქმარმა სკოლის ფინანსებით გაარემონტა პირადი ფართები, ხოლო უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, ქირავნობა დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ ბინებზე გააფორმეს, საიდანაც ხელოვნურად გაბერილი თანხები - ჯამში 345 ათასი ლარი პირდაპირ მათ პირად ანგარიშებზე დაირიცხა.


სწორედ აუდიტისას გამოვლენილი ამ და სხვა დარღვევებისა და მიყენებული რამდენიმემილიონი დოლარის ზიანის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სიხლის სამართლის საქმე #092060925001, სადაც აქტიურად მიმდინარეობ გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.


ამ მძიმე ფაქტებზე ჯანაშიას მხარეს დღემდე საზოგადოებისთვის არ წარუდგენია არცერთი რეალური საბუღალტრო ან ფინანსური დოკუმენტი. თანხების გაქრობას ისინი „სკოლაში განხორციელებულ ინვესტიციას“ უწოდებენ, ხოლო საზოგადოებისთვის პასუხის გასაცემად მხოლოდ არქიკადის პროგრამაში კომპიუტერულად მოდელირებული, ისიც შეცდომებით აწყობილი ვიდეორენდერები და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალები გამოაქვეყნეს.


თუმცა, ფაქტია, ადრე თუ გვიან, ჯანაშიას და მის ქმარს მოუწევთ მკაფიო პასუხი გასცენ მთავარ კითხვას - როგორ მოხდა 4 მილიონი დოლარის და მრავალი მილიონი ლარის გაფლანგვა და როდის და რა გზით დაუბრუნებენ „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ მიტაცებულ მილიონებს



 
 

ახალი ამბები

bottom of page